ივანიშვილის და მისი ხელქვეითების დასანქცირება გარდაუვალია - ბოტკოველი
ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის და მისი ხელისუფლების წევრების დასანქცირება გარდაუვალია. ოპოზიციის წევრის თქმით, ის გაფრთხილებები, რაც დასავლეთიდან მოდის, ყველაზე უკეთ თავად ივანიშვილს ესმის.
რასაც საუბრობს გონცარენკო, რასაც საუბრობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ევროპარლამენტარები, ამერიკელი სენატორები, კონგრესმენები, ეს ყველაფერი ყველაზე კარგად ესმის ბიძინა ივანიშვილს და ყველაზე კარგად ის ხედავს, რა მოელის მას. მე დარწმუნებული ვარ, რომ გარდაუვალია როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისე დანარჩენი მისი ხელწვეითების დასანქცირება, რომელიც, ამ შემთხვევაში, შვება იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის და შვება იქნება იმიტომ, რომ სახელმწიფო უნად გათავსუფლდეს იმ ოლიგარქიული მმართველობისგან, რომელშიც ივანიშვილმა ამ მაფიოზური მმართველობაში მოაქცია, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.
ალექსეი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს. უკრაინის რადას დეპუტატი ფიქრობს, რომ ქართველი ოლიგარქი პუტინის ბრძანებით ქვეყანას ანადგურებს. კიევში პარლამენტში სიტყვით გამოსვლილას გონჩარენკომ განაცხადა, რომ ივანიშვილი უკრაინის შავ სიაში რუსი ოლიგარქის სტატუსით უნდა შეიყვანონ.