გონჩარენკო არარაობაა - ალუდა ღუდუშაური
გონჩარეკოსნაირ არარაობებზე დროს არ ვხარჯავთ, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" წევრი რადას დეპუტატის განცხადებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ გონჩარენკო თავის დროზე რუსულ ინტერესებს ატარებდა.
რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესის საგანი და არც ფოკუში ვერ მოხვდა გონჩარენკო, იმიტომ, რომ გონჩარენკო არავინ არ არის გარდა იმისა, რომ გონჩარენკო თავის დროზე სწორედაც იყო რუსული ინტერესების გამტარებელი. თქვენ ხედავდით ის სამკერდე ნიშანს თუ ვის წარმოადგენდა გონჩარენკო. ამიტომ, გონჩარენკოსნაირ არარაობებზე ჩვენ არც დროს დავხარჯავთ და მითუმეტეს, არც ჩვენი ინტერესი არ არის, რომ მას სერიოზულად ვუპასუხოთ, - ამბობს ღუდუშაური.
ალექსეი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს. უკრაინის რადას დეპუტატი ფიქრობს, რომ ქართველი ოლიგარქი პუტინის ბრძანებით ქვეყანას ანადგურებს. კიევში პარლამენტში სიტყვით გამოსვლილას გონჩარენკომ განაცხადა, რომ ივანიშვილი უკრაინის შავ სიაში რუსი ოლიგარქის სტატუსით უნდა შეიყვანონ.