გონჩარენკომ საკუთარ ქვეყანას და ცოდვებს მიხედოს - მათიკაშვილი
გონჩარენკომ საკუთარ ქვეყანას და ცოდვებს მიხედოს, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი რადას დეპუტატის განცახდებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა.
სახელისუფლებო გუნდის წევრი ისე ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ომში ჩათრევა სურდა, რაც არ გამოუვიდა.
გონჩარენკომ მიხედოს საკუთარ ქვეყანას, რომელიც არის უსაშინლეს ომში ჩართული, რომელიც არის ოკუპაციის მსხვერპლი და ის მცდელობები, რომ ძალების გადანაწილება მომხდარიყო და სხვა ქვეყნები ჩათრეულიყვნენ კიდევ ომში და არ გამოუვიდათ, ფიასკო განიცადა ამ სრულიად ამორალურმა მცდელობამ საქართელოს ჩათრევისა საომარ მოქმედებებში, ეს პირდაპირ ჩვენი ქვეყნის განადგურების ტოლფასი იქნებოდა, ეს ყველაფერი რომ არ გამოუვიათ, ახლა კიდევ დგანან და ენას რომ ძვალი არ აქვს, ტყუილების და დეზინფორმაციის ტირაჟირებას ახდენენ. საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ცოდვებს მიხედონ, - ამბობს დავით მათიკაშვილი.
ალექსეი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს. უკრაინის რადას დეპუტატი ფიქრობს, რომ ქართველი ოლიგარქი პუტინის ბრძანებით ქვეყანას ანადგურებს. კიევში პარლამენტში სიტყვით გამოსვლილას გონჩარენკომ განაცხადა, რომ ივანიშვილი უკრაინის შავ სიაში რუსი ოლიგარქის სტატუსით უნდა შეიყვანონ.