არა რუსულ რეჟიმს! - ბერლინში კობახიძის მიღების პარალელურად, ემიგრანტების აქცია დაიწყო

21.06.24 17:56
არა რუსულ რეჟიმს! - ბერლინში კობახიძის მიღების პარალელურად, ემიგრანტების აქცია დაიწყო

არა რუსულ რეჟიმს! - საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში აქციას მართავენ. ემიგრანტები საპროტესტო აქციას "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული მიღების პარალელურად მართავენ.

საპროტესტო აქცია სწორედ იმ სასტუმროსთან გაიმართება, სადაც დღეს პრემიერი ირაკლი კობახიძე მიღებას გეგმავს. სასტუმრო "ადლონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ემიგრანტები შეიკრიბებიან და რუსული კანონის მხარდაჭერის გამო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გააკრიტიკებენ.

ემიგრანტები საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.

მგონია, რომ ცოტა აერიათ, სად უნდა გაემართათ ეს მიღება. 100 მეტრის დაშორებით არის შენობა, სადაც რეალურად უნდა შესულიყვნენ - რუსეთის საელჩო, იმიტომ, რომ მათი ადგილი არც ევროპაში, არც საქარტელოში არ არის, ერთადერტ ქვეყანა, სადაც მათი ადგილია არის რუსეთი,. შეუძლიათ აქედან აღარ დაბრუნდნენ საქართველოში და წავიდნენ რუსეთში," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამ წუთებში პრემიერი კობახიძე მიღებას მართავს და სიტყვით გამოდის. პრემიერის მიღებაზე ინფორმაცია თავდაპირველად მწერალმა ლაშა ბუღაძემ გაავრცელა. ღონისძიებაზე მიწვეული არის საქართველოდან 3 000-მდე სტუმარი, თუმცა ბუღაძე ხაზს უსვამს იმას, რომ პრემიერი არ ეპატიჟება გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს.

მსგავსი სიახლეები