გერმანელი პოლიტიკოსები არ იყვნენ დაპატიჟებული, ვინც იყო - ცივი უარი უთხრათ - რას ჰყვება ანდრონიკაშვილი ბერლინში გამართულ მიღებაზე
"ისევე, როგორც აქ შეიპარნენ ადლონში, ისე იპარებიან პარლამენტში და თავაწეულებმა საერთოდ ვერ უნდა გაბედონ სიარული,“ - ამის შესახებ ზაალ ანდრონიკაშვილი საუბრობს, რომელიც ბერლინში აქციაზე იმყოფება.
ანდრონიკაშვილის ინფორმაციით, მიღებაზე, რომელიც ელჩი იზორიას ორგანიზებულია, არ დაუპატიჟებიათ გერმანელი მაღალჩინოსნები და ემიგრანტებს შორისაც შერჩევით მოხდა დაპატიჟება.
გერმანელი პოლიტიკოსები, პარლამენტის წევრებიც, ძალიან ბევრი არ იყო დაპატიჟებული, ან ვინც იყო დაპატიჟებული ცივი უარი უთხრათ და ამიტომ ცდილობდნენ, რომ წინასწარ გამოეკითხათ, ვინ აპირებვს მისვლას, ვინ არა და ისე დაეპატიჟებინათ სტუმრები," - ამბობს ანდრონიკაშვილი.
როგორც ანდრონიკაშვილი ამბობს, ბევრმა ემიგრანტმა უარი თქვა მიღებაში მონაწილეობაზე.
დღესდღეობით, სასტუმრო ადლონში ამ ღონისძიების სტუმრები დიდი ალბათობით არ იქნებიან გერმანელი პოლიტიკოსები, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართული ოცნების და მათი სატელიტი პარტიის წევრები, არ იქნებიან არც აქაური ქართველები. გერმანიის საელჩომ დიდი ძალისხმევა გასწია, რომ შეეგროვებინა სტუმარი, მაგრამ დიდი ალბათობით, ქართული ოცნების ფუნქციონერები იქნებიან სრულიად მარტო. ამ ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა სალომე კორკოტაშვილს, რომელმაც უარი თქვა. გარეთ შეკრებილები არიან ბერლინის ქართველობა, რომლებიც ხმამაღლა უცხადებს პროტესტს ამ ღონისძიებას, რომელიც არ არის სინამდვილეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. როგორც აქციაზე იხუმრეს, როგორც ჩანს კობახიძე 20 ივნისს ზეიმობს და ჰგონია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის.
გვინდა გავაგონოთ ქართული ოცნების ფუნქციონერებს, პრემიერ კობახიძეს ქართველი ხალხის ხმა და ისევე, როგორც აქ შეიპარნენ ადლონში, ისე იპარებიან პარლამენტში და თავაწეულებმა საერთოდ ვერ უნდა გაბედონ სიარული,“ - ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.