"გაგიშვებთ მოსკოვში!" - გერმანიაში ჩასულ პრემიერს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ
"გაგიშვებთ მოსკოვში!" - ეს შეძახილები ესმოდა გერმანიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებულ მიღებაზე ჩასულ პრემიერს. ირაკლი კობახიძეს ქართველი ემიგრანტები აქციით დახვდნენ. მიწვეული სტუმრების ნაწილი ღონისძიებაზე არ მივიდა, ვინც მივიდა, მათ წინაშე კობახიძემ დასავლეთის ლანძღვა ვეღარ გაბედა, ამტკიცებდა, რომ მისი ოცნება ევროპაა, სამაგალითო ქვეყანაკი - გერმანია.
დღეს პრემიერის სრული გარდასხვა ვნახეთ. გლობალური ომის პარტია, მტერი დასავლეთი და მუქარები არ ყოფილა. არადა, გუშინ კობახიძე უფრო თამამი იყო, როდესაც საქართველოს ელჩებთან შეხვედრაზე ამბობდა, რომ დასაველთთან ურთიერთებები გადასატვირთია.
ბერლინის ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს მიმდებარედ გადაღებული კადრები მძიმე სანახავია, როგორ გაურბიან ელჩები საქართველოს მოქალაქეების კითხვებს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.