ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა შშმ პირზე - ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

21.06.24 20:28
ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა შშმ პირზე - ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

 

 

შეზღუდული შესაძლობლების მქონე პირი, რომელსაც სექსუალურ მომსახურეობას აიძულებდნენ - ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ, თუმცა გამოძიების ხელშია ფარული ჩანაწერები. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება დაკავებულების წინააღმდეგ. ამ ჩანაწერებში კი უმძიმესი საუბრები ისმინება. ბრალდებულები დეტალურად ყვებიან, სად და რა ვითარებაში უნდა ემუშავა 24 წლის უმწეო ქალს, რომ მათთვის დიდი ფული უნდა მოეტანა. 

მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბრალდებულები აიძულებდნენ ქალს მამაკაცებს მომსახურებოდა და მიღებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ. მძიმე ბრალდებით 3 ქალი და  ერთი მამაკაცია დაკავებული. მათი უფლებადამცველები ფარული ჩანაწერების ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებენ, თუმცა ბრალის დამტკიცების შემდეგ ოთხივეს მრავალი წლით ციხე ემუქრება.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები