"ოცნება" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აიგნორებს - რომელი საქმეები ხვდება სიაში?

21.06.24 20:41
"ოცნება" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აიგნორებს - რომელი საქმეები ხვდება სიაში?

 

 

"ქართული ოცნება" ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზეც უარს ამბობს. 46 ქვეყანას შორის საქართველო ბოლო ხუთეულშია, რუსეთისა და აზერბაიჯანის გვერდით. სტრასბურგის გადაწყვეტილებების იგნორირება ყველაზე ხშირად იმ საქმეებზე ხდება, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ეხება. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ვერდიქტის შეუსრულებლობა კი ქვეყანას შესაძლოა, მძიმე ფასი დაუჯდეს. 

სტრასბურგში სარჩელი იმ შემთხვევაში მიდის, თუ მოქალაქე თვლის, რომ სამართალი ქართულ სასამართლოში ვერ იპოვა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება ხელისუფლების ინტერესებს ეწინააღმდეგება, სასამართლო კლანი საქმეების ხელახალ გამოძიებაზე უარს ამბობს.

სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია არ გამორიცხავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროსაბჭოს წევრობაზეც უარი თქვას იმ მოტივით, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები ქართველი ხალხის ნებას არ შეესაბამება.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები