გონჩარენკო ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს - "ოცნება" გაბრაზებულია
ივანიშვილის დასანქცირების კიდევ ერთი მოთხოვნა - "ქართულ ოცნებას" ახალი სამიზნე ჰყავს. უკრაინის რადას დეპუტატს "არარაობა" უწოდეს და ურჩიეს, რომ მის ქვეყანას მიხედოს. ხელისუფლების ისტერია ალექსეი გონჩარენკოს გამოსვლას მოჰყვა, სადაც დეპუტატმა უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ოლიგარქის შავს სიაში შეყვანისკენ მოუწოდა. ამ სიაში ივანიშვილის ახლო გარემოცვა, მათ შორის ძმა და ძმისშვილი უკვე 2 წელია ფიგურირებენ, თუმცა ახლა სანქციების წრე უკვე პირადად ოლიგარქის გარშემო იკვრება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.