"ოცნება" პოლიტიკას არ ცვლის - ივანიშვილს და მის მთავრობას აშშ ახალ სანქციებს უანონსებს

21.06.24 20:21
"ოცნება" პოლიტიკას არ ცვლის - ივანიშვილს და მის მთავრობას აშშ ახალ სანქციებს უანონსებს

 

 

ივანიშვილსა და მის მთავრობას შტატებიდან სანქციების ახალი ტალღა უახლოვდება. რადგან ოლიგარქის რეჟიმმა შეზღუდვების პირველი ნაწილი ყურად არ იღო, ამერიკიდან დაუანონსეს, რომ შეზღუდვები კიდევ იქნება და თან გაცილებით  მძიმე. რუსული კანონის გამო პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას. "ოცნების" ქმედებებს მოყჰვება შედეგი - ასეთია  გავლენიანი სენატორის გზავნილი. 

"ოცნება" უკან არ იხევს, პასუხად კი იღებს სანქციებს და კარგავს უკანასკნელ მოკავშირეებსაც კი. ოლიგარქის კრიტიკოსთა სიაში ჩაეწერა ერთ დროს ივანიშვილის თანამოაზრე და მრჩეველი. ჰელსინიკის კომისიის სხდომაზე ლინკოლნ მიტჩელის სიტყვით გამოსვლა ოლიგარქისთვის, სავარაუდოდ,  ყველაზე მძიმე მოსასმენი იქნებოდა. მიტჩელმა პირდაპირ თქვა, რომ ივანიშვილი დავალებებს იღებს მოსკოვიდან, ქვეყანას საკუთარი ახირებებით მართავს და ყველაზე მეტად ფული უყვარს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები