უჭერს თუ არა მხარს რუსულ კანონს საქართველოს ელჩი ავსტრიაში - რა პასუხი აქვს ციხელაშვილს

21.06.24 19:37
უჭერს თუ არა მხარს რუსულ კანონს საქართველოს ელჩი ავსტრიაში - რა პასუხი აქვს ციხელაშვილს

უჭერს თუ არა მხარს რუსულ კანონს საქართველოს ელჩი ავსტრიაში - ამ კითხვას ქეთევან ციხელაშვილს ერთ-ერთი მოქალაქე უსვამს.

ბერლინში, სადაც "ქართული ოცნება" მიღებას მართავს, მოქალაქეები ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას აპროტესტებენ.

ერტ-ერთი მოქალაქე მიღებიდან გამოსულ ელჩს ეკითხება, რას ფიქრობს რუსულ კანონთან დაკავშირებით, თუმცა ქეთი ციხელაშვილი ისე ტოვებს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიას, რომ საქართველოს მოქალაქესთან პოზიციას არ აფიქსირებს.

გამოდი! არა რუსულ რეჟიმს! არა ქოცებს! - ამ სიტყვებს სკანდირებენ ბერლინში სასტუმრო ადლონთან შეკრებილი ემიგრანტები.

ისინი პრემიერ ირაკლი კობახიძის მიღების პარალელურად საპროტესტო აქციას მართავენ და აპროტესტებენ ქართული ოცნების მიერ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. 

რამდენიმე წუთის წინ კი საქართველოს ელჩებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა:

მსგავსი სიახლეები