ხელისუფლება ორგანიზატორებს მფარველობს, ცალკეულ პირთა დაკავებით კი თავის დაძვრენას ცდილობს - ოპოზიცია

23.07.21 15:50
ხელისუფლება ორგანიზატორებს მფარველობს, ცალკეულ პირთა დაკავებით კი თავის დაძვრენას ცდილობს - ოპოზიცია

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მათ არც ჰქონდათ მოლოდინი, რომ ხელისუფლება ძალადობის ორგანიზატორებს დააკავებდა, რადგან რადიკალური დაჯფგუფებები გარიგებული არიან ,,ქართულ ოცნებასთან" და მათ დაკვეთებს ასრულებენ. 

,,ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილ აღნიშნავს, რომ ძალადობის ორგანიზატორი თავად პრემიერია და ის თავად წყვეტს, გამოძიება რა კუთხით წარიმართოს.

დღეს გაკეთებული ღარიბაშვილის განცახდება აბსოლუტურად მიუღებელია. ერთი იმიტომ, რომ პრემიერი აძლევს გამოძიებას მითითებას, როდის უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს. მეორე, პრემიერი თავად არის ამ ძალადობის წამქეზებელი. ახლა გამოდის, რომ ხელის დამფარებელი უნდა, რომ იყოს - ამბობს ანა ნაცვლშვილი.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია, ვარაუდობს, რომ მოძალადეებს ხელისუფლება პასუხისგებაში არ მისცემს.

ყველამ იცის, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები არ დასჯილა. საერთაშორისო რეაქციის შემდეგ მოძალადეები უბრალოდ გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ფალავანდიშვილი და მისი თანამზრახველები პრემიერის დაკვეთებს ასრულებენ და ხელისუფლება ბუნებრივია, თანამზრახველებს ასე ადვილად პასუხისგებაში არ მისცემს - ამბობს თამარ კორძაია.

,,ოცნების" ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე, მიიჩნევს, რომ  ღარიბაშვილმა ჯერ საკუთარი თავი უნდა დასაჯოს, ეს კი ალოგიკურია.

ღარიბაშვილმა თუ ვინმე უნდა დასაჯოს, ამ შემთხვევაში უნდა დაიწყოს თავისი თავით, რადგან ძალადობისკენ მოწოდება მისი მხრიდან წანმოვიდა. ამის შემდეგ ვინ რა გააკეთა და იძალადა, ამაზე მწვანე შუქი ხელისუფლებისგან ჰქონდა. ეს იყო ხელისუფლებისგან ხელდასმული ლეგიტიმური ძალადობა - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისის მოვლენებს ,,უბრალო ჩხუბი" უწოდა და ჟურნალისტები პარტიულ აქტივად მოიხსენია.