"გატყუებენ" - სალომე ზურაბიშვილის საგანგებო მიმართვა ბერლინში მყოფ ელჩებს

21.06.24 20:10
"გატყუებენ" - სალომე ზურაბიშვილის საგანგებო მიმართვა ბერლინში მყოფ ელჩებს

 

 

პრეზიდენტი, რომელსაც ელჩები არ ხვდებიან, მათ საგანგებო მიმართვას უგზავნის. "გატყუებენ" - ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი. პრეზიდენტი პირდაპირ სიცრუის ტირაჟირებაში კობახიძეს ადანაშაულებს, რომელიც ევროპიდან ამკტიცებს, რომ პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, 2030 წელს ქვეყანა მაინც გახდება ევროკავშირის წევრი.

სალომე ზურაბიშვილი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, დიპლომატების განსაკუთრებულ როლზე მიუთიტებს, რადგან მაშინ, როცა ქვეყნის მომავალი წყდება, საქართველოს წარმომადგენლებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ.   "თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა" - ამ სიტყვებით მიმართავს ზურაბიშვილი  დიპლომატებს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები