საქართველოსთან დაკავშირებით ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება - იოზვიაკი
საქართველოსთან დაკავშირებით ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
იოზვიაკის ინფორმაციით, მაღალი თანამდებობის პირმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოზე გადაწყვეტილებას ლიდერები არ მიიღებენ.
ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი ამბობს, რომ პრინციპში არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება ორშაბათს საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან. უბრალოდ იქნება მსჯელობა, მაგრამ "ადრე თუ გვიან" ვნახავთ, როგორ მოვიქცეთ," - წერს ჟოზვიაკი.