საქართველოს ელჩების სიჩუმე ერთგვარი თანხმობაა იმ პოლიტიკის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება - ცქიტიშვილი

21.06.24 21:22
საქართველოს ელჩების სიჩუმე ერთგვარი თანხმობაა იმ პოლიტიკის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება - ცქიტიშვილი

"პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე, დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს ელჩებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი "პოლიტიკური ამბების" ეთერში ამბობს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სიჩუმე რუსულ კანონთან დაკავშირებით იმ პოლიტიკის ხელშეწყობაა, რომელსაც მმართველი პარტია ქვეყანაში ატარებს.

დღეს რატომ არიან ჩუმად, როდესაც ხედავენ, რომ პრაქტიკულად, ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან გზას სცილდება. ის, რომ ამ ყველაფერს ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით მიჰყავს, ამის არ დანახვა არ შეიძლება. მე ბევრთან ერთად მიმუშავია და მიკვირს, რადგან აქ არის ხალხი, რომელიც თავის დროზე პროტესტის ნიშნად გადადგა. ჩემთვის არ აქვს ახსნა, რადგან არ მგონია, რომ არ ესმოდეთ მათ თუ რა ხდება ქვეყანაში, რა სიტუაციაა, რასთან გვაქვს საქმე. ის, რომ ყველამ თანამდებობა დატოვოს, შეიძლება გამოსავალი არ არის, მაგრამ როგორც ელჩმა გარკვეულწილად მათ ეს პოზიცია უნდა თქვან. ჩვენ ასეთი ნათქვამი ვერ გავიგეთ. მხოლოდ ერთი იყო და ისიც პროტესტის ნიშნად გადამდგარი ელჩი საფრანგეთში. სხვა გამოხმაურება არ გვინახავს. ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ რამ განაპირობა ასეთი სიჩუმე", - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი. 

რამდენიმე წუთის წინ კი საქართველოს ელჩებს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა:

მსგავსი სიახლეები