"ოცნება" არჩევნების მოგებაზეა ორიენტირებული, თუმცა იმ სქემით, რომელიც დადეს, უარესი სურათი მიიღეს - ცქიტიშვილი

21.06.24 21:35
"ოცნება" არჩევნების მოგებაზეა ორიენტირებული, თუმცა იმ სქემით, რომელიც დადეს, უარესი სურათი მიიღეს - ცქიტიშვილი

"ოცნება" არჩევნების მოგებაზეა ორიენტირებული, თუმცა იმ სქემით, რომელიც დადეს, უარესი სურათი მიიღეს" - ამის შესახებ განცხადება "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა "პოლიტიკური ამბების" ეთერში გააკეთა.

ივანიშვილის გუნდის ყოფილი დეპუტატის თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მმართველი პარტიისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა, რადგან ცქიტიშვილი განმარტავს, რომ 9 დათქმის შესრულება პირდაპირ ეწინააღმდეგება "მათ ავტორიტარული მმართველობის მეთოდებს".

ისინი არიან ორიენტირებული არჩევნების მოგებაზე. ის სქემა, რომელიც დადეს, რომ ამ გზით მოიგებდნენ არჩევნებს, შიდა დამკვირვებლების დისკრედიტაციას მოახდენდნენ, მათი დასკვნები არ იქნებოდა ლეგიტიმური ხალხისთვის და ამით გაიტანდნენ თავს და უზრუნველყოფდნენ იმას, რომ 50%-ზე მეტი მიეღოთ პარლამენტში ადგილები, ამ რისკისკენ წავიდნენ და საბოლოო ჯამში უარესი სურათი მიიღეს. ახლა იძულებულები არიან, რომ გააძლიერონ ეს მდგომარეობა. ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა როგორც კი გაჩნდა, ეს მათთვის საფრთხე და ხელისშემშლელი აღმოჩნდა, რადგან რეალურად ევროკავშირი მათგან ისეთი ინსტიტუციების გაძლიერებას ითხოვს, რომელიც მათ ავტორიტარული მმართველობის მეთოდს დაასუსტებს", - ამბობს ცქიტიშვილი.

მსგავსი სიახლეები