ეს რუსული ხელისუფლება წარმავალია და ძალიან მალე დასრულდება - სამუშია
"ეს რუსული ხელისუფლება წარმავალია და ძალიან მალე დასრულდება" - ამის შესახებ განცხადება პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, ლევან სამუშიამ "დღის ამბების" ეთერში გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირების ერთადერთ ხსნად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ხედავს და დასძენს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლება ძალაუფლებას დაკარგავს.
ეს რუსული ხელისუფლება წარმავალია და ძალიან მალე დასრულდება. ბერლინში საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც შეიკრიბნენ და პროტესტი გამოხატეს. რუსული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც იქ შეიკრიბნენ, რუსული კანონის მხარდამჭერები არიან, ამიტომ ნუ გვიკვირს ხალხო ასეთი მოქმედებები. ყოველდღიურად ძალადობაა. გენერირებას აკეთებენ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ამას მშვიდობიანად, 26 ოქტომბერს წერტილი დაესმება", - ამბობს სამუშია.