ერთადერთი ძალა, რომელიც საქართველოში რუსეთს განასახიერებს, "ოცნებაა" - ფარულავა

21.06.24 23:52
ერთადერთი ძალა, რომელიც საქართველოში რუსეთს განასახიერებს, "ოცნებაა" - ფარულავა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლაშა ფარულავა ივანიშვილის ხელისუფლებას საქართველოში რუსული ნარატივებისა და კრემლის პროპაგანდის გატარებაში ადანაშაულებს. 

ფარულავა "დღის ამბების" ეთერში აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მნიშვნელოვანი როლი გააჩნია, რადგან პოლიტიკოსის თქმით, 26 ოქტომბერს უნდა გადაწყდეს, საქართველო დაბრუნდება ევროპულ რელსებზე, თუ გახდება რუსეთის სატელიტი ქვეყანა.

დღეს რუსეთს თუ ვინმე განასახიერებს საქართველოში, არის "ქართული ოცნება", რომელიც დამარცხებულია და მხარდაჭერა არ აქვს. ერთადერთი ვისი იმედიც ივანიშვილს ჰქონდა ხარებაა და ისიც შინჯიკაშვილს უცემია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ "ქართული ოცნება" არის დამარცხებული, ამიტომ ახლა ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ამ გამარჯვებას სჭირდება ერთიანობა, მათ შორის, პოლიტიკურ ძალებში. თუ ჩვენ საარჩევნო სიებთან მიმართებით კონფიგურაციაზე ვერ შევთანხმდით, ჩვენ ვართ ერთიანები საარჩევნო უბანზე, რომ დავიცვათ ამომრჩევლის ინტერესები, ხმა საარჩევნო ყუთთან. პრეზიდენტიც საუბრობს, რომ 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი. პირველ რიგში, პასუხისმგებლობა არის ჩვენზე, ოპოზიციაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ", - ამბობს ფარულავა.

მსგავსი სიახლეები