გუშინ ვიხილეთ პირდაპირი ძარცვა პირდაპირ ეთერში - ვატო წერეთელი წულუკიანზე
ტვ პირველის დამფუძნებლის შეფასებით, ის, რაც გუშინ კულტურის მინისტრმა სენაკში იკადრა, იყო მედიაზე ძალადობისა და თავდასხმის წახალისება და კრიმინალი.
წულუკიანმა რაც იკადრა, გუშინ, ეს იყო პირადაპირი ძარცვა პირდაპირ ვეთერში. რა თქმა უნდა, მან წაახალისა ადამიანები, მომავალში თუ წაგართვეს მიკროფონი, კამერა, მოგიბრუნდებიან და გეტყვიან, წულუკიანი თუ აკეთებს, მე რა დავაშავე? ვისზე ნაკლები ვარ, წულუკიანმა ირდაპირ წაახალისა ძალადობა - განაცხადა ვატო წერეთელმა.
გუშინ სენაკში საქართველოს კულტურის მინისტრმა ,,მთავარი არხის" ჟურნალსიტს მიკროფონი ხელიდან გამოგლიჯა და ამ დრომდე არ დაუბრუნებია.