როდესაც ხელისუფლება ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს, ელჩებმა უნდა გააკეთონ პრინციპული არჩევანი - ნაცვლიშვილი

22.06.24 11:51
როდესაც ხელისუფლება ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს, ელჩებმა უნდა გააკეთონ პრინციპული არჩევანი - ნაცვლიშვილი

როდესაც ხელისუფლება ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს, ელჩებმა უნდა გააკეთონ პრინციპული არჩევანი - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ელჩები არიან არა ხელისუფლების არამედ ქვეყნის წარმომადგენლები სხვა სახელმწიფოებში და სწორედ ამიტომ, უნდა გაატარონ საქართველოს ინტერესები.

ისინი არ არიან ხელისუფლების ელჩები. ისინი არიან საქართველოს წარმომადგენლები სხვა სახელმწიფოებში და მათ უნდა გაატარონ საქართველოს ინტერესები. და როდესაც აშკარაა, რომ ხელისუფლება, რომელიც ელჩებს დავალებებს აძლევს და ეს ასეა ყველა ქვეყანაში, ეს ხელისუფლება აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს და ქვეყანა იცვლის საგარეო კურსს, ელჩებმა უნდა გააკეთონ პრინციპული არჩევანი", - ამბობს "პირველებთან" ანა ანცვლიშვილი.  

პრეზიდენტი, ელჩებს საგანგებო მიმართვას უგზავნის. "გატყუებენ" - ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი. პრეზიდენტი პირდაპირ სიცრუის ტირაჟირებაში კობახიძეს ადანაშაულებს, რომელიც ევროპიდან ამკტიცებს, რომ პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, 2030 წელს ქვეყანა მაინც გახდება ევროკავშირის წევრი.

სალომე ზურაბიშვილი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, დიპლომატების განსაკუთრებულ როლზე მიუთითებს, რადგან მაშინ, როცა ქვეყნის მომავალი წყდება, საქართველოს წარმომადგენლებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ.  "თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა" - ამ სიტყვებით მიმართავს ზურაბიშვილი  დიპლომატებს.

მსგავსი სიახლეები