რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ნარკოპანდემიის დასასრულებლად? - "ლელოს" შეხვედრა ახალგაზრდებთან
რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ნარკოპანდემიის დასასრულებლად? - ამ საკითხის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერები ახალგაზრდებს ესაუბრებიან.
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკურ გუნდს 9-პუნქტიან გეგმაში აქვს გაწერილი ყველა ის ძირითადი მიგნება, რომელიც ქვეყანას ნარკოტიკების უკონტროლო გაყიდვისა და მოხმარების შემცირებაში დაეხმარება.
ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ პირველ რიგში, ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს პოლიტიკური ნება, რომ მოქალაქეები სასიკვდილო ნივთიერებისგან დაიცვან და იატაკქვეშა ბიზნესი აკრძალონ. "ლელო" გეგმავს, საკუთარი იდები მაქსიმალურად მეტ ახალგაზრდას გაუზიაროს.
პრაქტიკულად, მსოფლიოში არის ნარკოპანდემია და ეს ნარკოეპიდემია, სამწუხაროდ, საქართველოშიც არის. დღევანდელი შეხვედრის იდეა იყო ის, რომ ჩვენ ახალგაზრდებისთვის წარგვედგინა ჩვენი გეგმა, თუ რას ვაპირებთ, როდესაც ხელისუფლებაში ვიქნებით. ეს არ არის ერთდღიანი კამპანიური ხასიათი, ეს არის მუდმივი, პერმანენტული შეხვედრები", - ამბობს ვატო სურგულაძე.