ჩვენი ელჩები არიან უბედურ დღეში - ელისაშვილი

22.06.24 12:11
ჩვენი ელჩები არიან უბედურ დღეში - ელისაშვილი

ჩვენი ელჩები არიან უბედურ დღეში - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "პირველებთან" განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, სწორედ ელჩების ვარდებიან სახელმწიფოებთან დიდ უხერხულში "ქართული ოცნების რუსული პოლიტიკის გამო".

დანამდვილებით ვიცი, რომ განსაკუთრებით ევროპულ და კიდევ უფრო განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, ჩვენი ელჩები არიან უბედურ დღეში, იმიტომ, რომ რასაც ლაპარაკობს ჩვენი გარუსებული მთავრობა, იმის ახსნა ჩვენს ელჩებს ძალიან უჭირთ",- ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

პრეზიდენტი, ელჩებს საგანგებო მიმართვას უგზავნის. "გატყუებენ" - ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი. პრეზიდენტი პირდაპირ სიცრუის ტირაჟირებაში კობახიძეს ადანაშაულებს, რომელიც ევროპიდან ამკტიცებს, რომ პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, 2030 წელს ქვეყანა მაინც გახდება ევროკავშირის წევრი.

სალომე ზურაბიშვილი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, დიპლომატების განსაკუთრებულ როლზე მიუთითებს, რადგან მაშინ, როცა ქვეყნის მომავალი წყდება, საქართველოს წარმომადგენლებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ.  "თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა" - ამ სიტყვებით მიმართავს ზურაბიშვილი  დიპლომატებს.

მსგავსი სიახლეები