"ევროკავშირმა ივანიშვილსა და მის ოჯახს სანქციები უნდა დაუწესოს" - "ალდემ" საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია მიღო
"ალდემ" საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია მიღო. ევროკავშირის ერთ-ერთი მსხვილი ფრაქცია გმობს, საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურს. ამ დოკუმენტით დაგმობილია, რუსული კანონის დაცვის გამო მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და არაადამიანური მოპყრობა. "ალდეს" აშფოთებსს ხელისუფლების იგნორი ვენეციის კომისიის დასკვნების საპასუხოდ. ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირს მოუწოდებენ, დაასანქცირონ პირადად ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრებიც, საჭიროოდ მიიჩნევენ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებასაც. ალდეს რეზოლუციის მიღებას ვილნიუსში ესწრებოდნენ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ლოდერები.
ვგმობთ საქართველოს ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს.
აღიარებულია:
•
ქართველი ხალხის ნება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
•
რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასულ წელს მიენიჭა
გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები;
•
უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების აზრის დაგმობა „რუსული კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით და მომიტინგეების, ოპოზიციისა და თავისუფალი პრესის მიმართ ძალადობა
საქართველოში.
უკუსვლა:
•
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილება პრეზიდენტის ვეტოს გაუქმების და „რუსული კანონის“ მიღების შესახებ;
•
რომ „რუსული კანონის“ და ახალი საგადასახადო კანონის მიღებას საქართველო მიჰყავს ანტილიბერალური და ანტიევროპული მიმართულებით, რაც ხელს შეუშლის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი;
•
რომ ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაციები „რუსული კანონის“ გაუქმების შესახებ იგნორირებულია;
•
რომ „რუსული კანონის“ მიღება მიზნად ისახავს ადგილობრივი დამკვირვებლების შეზღუდვას რათა ვერ შეძლოს საარჩევნო პროცესებში ჩართვა და დაკვირვება.
•
მუქარა და ძალადობა მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ საქართველოში;
•
საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული და ანტიუკრაინული პროპაგანდა.
გამოხმაურებები:
•
ევროკავშირმა და ევროპულმა ქვეყნებმა დააწესონ მოგზაურობის აკრძალვები და ფინანსური სანქციები ქართული ოცნების ლიდერებსა და ოფიციალურ პირებზე, „რუსული კანონის“ ინიციატორებისა და მშვიდობიანი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობაში ჩართულ სამართალდამცავებზე;
•
ევროკავშირმა და ევროპის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ პირადი სანქციები დაწესონ;
•
ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა განიხილოს საქართველოს გაწევრიანების შედეგები, ხოლო ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა გადახედონ უვიზო მიმოსვლა და ევროკავშირის სხვა შეღავათები, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი;
•
ევროკავშირის ლიდერები „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან დისტანცირებას მოახდენენ, რათა თავიდან აიცილონ „ქართული ოცნების“ მიერ პროპაგანდისტული მანიპულირება;
•
ევროკავშირმა და ევროპის ქვეყნებმა გაზარდონ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოში;
•
გაიზარდა არჩევნების მონიტორინგი საქართველოში"- წერია რეზოლუციის ტექსტში.