ნათელაშვილი შტატებისა და EU-სგან ივანიშვილთან და "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენების დასანქცირებას ითხოვს
პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ევროკავშირისგან ბიძინა ივანიშვილთან და "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენების დასანქცირებას ითხოვს.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოლიგარქის ავტოკრატიული მმართველობის დასასრულებლად მისი გარემოცვის წევრებისთვის შეზღუდვების დაწესებაა მნიშვნელოვანი.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა იმ ათობით პირის სახელი და გვარი წარადგინა, რომლის დასანქცირებასაც ითხოვს:
მინდა, გამარჯვება ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ფეხბურთში გავიმარჯვებთ, არამედ დავამარცხებთ უპირველეს მტერს ჩვენი ქვეყნისა, ოლიგარქიულ, მოძალადე რეჟიმს. მოგეხსენებათ, ლეიბორისტულმა პარტიამ თავგანწირული ბრძოლით და ახალგაზრდების თავდადებით მიაღწია ოლიგარქიული რეჟიმის დასანქცირების დაწყებას, რაც მათი რეალური დასასრულია, მაგრამ ივანიშვილი დგას კონკრეტულ კრიმინალურ დაჯგუფება, რომელიც ასევე უნდა იყოს განეიტრალებული. ჩვენ დაკავებული ვართ იმ ათეულის სიის შედგენით, რომლებიც სანქციების ქვეშ იქნება მოქცეული აშშ-დან და ევროკავშირიდან.
მოვითხოვ დასანქცირდნენ:
- ჩხარტიშვილი
- ფხაკაძე
- ძმები პაპაშვილები
- რუხაძე
- კაპანაძე
- მამაცაშვილი
- ძმები გილაურები
- მაქაცარია
- წულაიას ჯგუფი
- ძმები ბეჟუაშვილები - ამბობს ნათელაშვილი.