წულუკიანმა ჩაიდინა ბოროტება და გამოავლინა მონური მენტალობა - ელენე ხოშტარია

23.07.21 16:44
წულუკიანმა ჩაიდინა ბოროტება და გამოავლინა მონური მენტალობა - ელენე ხოშტარია

,,დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, მიიჩნევს, რომ მიკროფონის წართმევის ფაქტი არის თეა წულუკიანის მხრიდან კანონის დარღვევა და სიძულვილის ენის დემონსტრირება. ხოშტარია აცხადებს, რომ კულტურის მინისტრი მონურ საბჭოთა მენტალობას ავლენს.

წულუკიანმა ჩაიდინა ბოროტება, აფრქვია სიძულვილი, ძალადობა, დაარღვია კანონი და გამოავლინა მონური საბჭოთა მენტალობა ბელადის ძახილში. ფსიქიკური ჯანმრთელობა რა შუაშია? ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ბოროტებასთან რატომ უნდა დავაკავშიროთ? - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გუშინ სენაკის რეაბილიტირებული შენობის გახსნის დროს ,,მთავარი არხის" ჟურნალისტს ხელიდან მიკროფონი გამოსტაცა და ამ დრომდე არ დაუბრუნებია.  დღეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.