წყარო: პოლიციელი, რომელსაც იარაღის ჩადება ჰქონდა დავალებული, ამერიკაში გაიქცა, თან მტკიცებულებები წაიღო

22.06.24 21:51
წყარო: პოლიციელი, რომელსაც იარაღის ჩადება ჰქონდა დავალებული, ამერიკაში გაიქცა, თან მტკიცებულებები წაიღო

პოლიციის მაღალჩინოსანი, ვაკე-საბურთალოს მეექვსე განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე, ქართლოს ხუფენია საქართველოდან გაიქცა და ამერიკის შეერთებულ შტატებს თავშესაფარს სთხოვს.

"ტვ პირველის" "შაბათის ეთერს" წყარო უყვება, რომ ხუფენია შტატებში ხელცარიელი არ ჩასულა - მან თან წაიღო მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ უკვეთავდა ოლიგარქის რეჟიმი მას უკანონო დავალებებს.

ეს უკანასკნელი გიორგი რურუას დაკავების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, ის მხილებულია გიორგი რურუასთვის იარაღის ჩადებაში, რა მიზეზითაც სამოქალაქო აქტივისტი ციხეში გამოკეტეს.  

რურუას დაკავებიდან მალევე ქართლოს ხუფენიას სახელი და გვარი თბილისის ცენტრში გამოიფინა. "მე ჩავუდე იარაღი რურუას" - ამ სახელწოდებით პლაკატებზე გამოჩნდა რამდენიმე პოლიციელის გვარი, მათ შორის იყო ხუფენიაც. საბოლოოდ, ყოფილმა ძალოვანმა მექსიკის ჯოჯოხეთური გზა გაიარა.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე ერთ ერთია იმ ასობით სამართალდამცველს შორის, რომელმაც თავს ქვეყნიდან გაქცევით უშველა.  "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, სისტემა მხოლოდ ერთ თვეში 400-მდე პოლიციელმა დატოვა. უმრავლესობამ კი მექსიკა-ამერიკის საზღვარი  გადაკვეთა და ახლა თავს შტატებს აფარებს. 
 

მსგავსი სიახლეები