ფულიანები სპეცსამსახურებიდან - აღმოჩენილია სუს-ის მაღალჩინოსნის დიდძალი ქონება (ჟურნალისტური გამოძიება)
5 საკარმიდამო ნაკვეთი 5 სასახლისთვის, საგურამოს ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, 8 სართულიანი ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსი დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, თბილისში. სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი ამერიკის საელჩოს მიმდებარედ - აღმოჩენილია სუს-ის მაღალჩინოსნის მრავალმილიონიანი ბიზნესი.
გიორგი ღამბაშიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის დირექტორის მოადგილეა. სუს-ში მაღალი თანამდებობის პარალელურად ის, დეველოპერობას კაფელ-მეტლახის ყიდვა-გაყიდვასა და უძრავი ქონების ბიზნესს ერთმანეთს უთავსებს.
- კორპუსი, სადაც ყველა ბინა უკვე გაყიდულია, სუს-ის მაღალჩინოსანმა ააშენა, დიღომში დემეტრე თავდადებული ქუჩაზე კორპუსი 6 სართულიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ სართულები ნებართვის გარეშე დააშენა. 3700 კვადრატული საცხოვრებელი, ფართი, 516 საზაფხულო და 468 კვადრატული ავტოსადგურები - ყველაფერი უკვე გაყიდულია.
- ტერიტორიის ნაწილი დიღომში, სადაც გიორგი ღამბაშიძე კორპუსს აშენებს თბილისის მერიას ეკუთვნოდა, მიწა ბიზნესისთვის სუსის მაღალჩინოსანს სწორედ მერიამ მიყიდა.
- თავდაპირველი პროექტი სუსი მაღალჩინოსნის კორპუსი 6 სართულიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა კორპუსი რვა სართულიანად ისე იქცა რომ მერიიდან შესაბამისი ნებართვა არ ჰქონია.
რა წერია კანონში?
- ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტში ვკითხულობთ, რომ მოხელეს, მათ შორის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვს.