მამუკა ხაზარაძე: მადლობა ნაკრებს! მამარდაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა - ბუდუ დაგვაკლდა

22.06.24 20:16
მამუკა ხაზარაძე: მადლობა ნაკრებს! მამარდაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა - ბუდუ დაგვაკლდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მართლაც თავდადებულ და მაგარ თამაშს ვუყურეთ. ეს იყო თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული თაობის ამაყი ბრძოლა - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი საქართველო-ჩეხეთის მატჩს. 

"მადლობა ნაკრების თითოეულ მოთამაშეს მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაში ყველა შეფასებას სცდება"- დაწერა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში.

წინ პორტუგალიაა, ამ თამაშში უნდა გავიმარჯვოთ! დარწმუნებული ვარ, ბიჭები თავს არ დაზოგავენ და გაიმარჯვებენ, რაც დიდი ნაბიჯი იქნება ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
ერთი კი უნდა ითქვას, ბუდუ დაგვაკლდა"- წერს ლელოს ლიდერი. 

 

 

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ივნისს, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

 

 

მსგავსი სიახლეები