უნდა გადავერთოთ პორტუგალიასთან თამაშზე - ზურიკო დავითაშვილის პირველი კომენტარი

22.06.24 21:06
უნდა გადავერთოთ პორტუგალიასთან თამაშზე  - ზურიკო დავითაშვილის პირველი კომენტარი

 

 

უნდა გადავერთოთ პორტუგალიასთან თამაშზე - შეგვიძლია, ვიბრძოლოთ წარმატებისთვის -  ჩეხეთთან მატჩის შემდეგ ზურიკო დავითაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

ეროვნული ნაკრების წევრი ქართველ გულშემატკივრებს მადლობას უხდის - "ვისურვებდი, შემდეგ თამაშზე ყველას უფრო გახარებული დაგვეტოვებინოს სტადიონი" - თქვა ფეხბურთელმა. 

რაც შეეხება თამაშს, კი რთული თამაში იყო. ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვების მოპოვება. ბოლოში ჩვენც შეგვეძლო, მანამდე ჩეხებსაც ჰქონდათ მომენტები. საბოლოო ჯამში, ეს ერთი ქულა მიღწევაა ევროპის ჩემპიონატზე, პირველი ჩვენი ქულებია და კარგია. რა თქმა უნ და მოგება გვინდოდა, მაგრამ რთული თამაში იყო. კარგი მეტოქე იყო ჩეხეთი, ეს გამოჩნდა ყველა დეტალში. 

რაც შეეხება შემდეგ თამაშს, პორტუგალიასთან მიმართებით რთულია თქვა, გახვალ და მოიგებ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ყველასთან თამაში შეგვიძლია და ეს გამოჩნდა"- თქვა სპორტსმენმა. 

ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრას საქართელოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს.  გუნდი გელზერკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.  

მსგავსი სიახლეები