დანაშაული რეაგირების გარეშე - ,,მთავარმა არხმა" პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

23.07.21 17:17
დანაშაული რეაგირების გარეშე - ,,მთავარმა არხმა" პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

დანაშაული რეგირების გარეშე -მედიაზე ახალი ძალადობრივი ტალღის შეჩერების მოთხოვნით დღეს  ,,მთავარი არხის" დირექტორმა პროკურატურას მიმართა. ნიკა გვარამიას თქმით, წულუკიანის ქმედება პირობითია და მის ნაცვლად შესაძლებელია, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნებისმიერი მედისაშუალება ყოფილიყო. პროკურატურის წინ დღეს მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ვიცე-პრემიერის ქმედებაზე რეაგირება მოითხოვეს.

პროკურატურაში თეა წულუკიანის სახელზე უკვე დევს ვიდეომტკიცებულება და საჩივარი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა წულუკიანმა ,,მთავარი არხის" ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა. გვარამია ამბობს, რომ ამ აქტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და წულუკიანს არ დასჯიან.

თვითოეული ჩვენგანის სიცოცხლის გადარჩენა, მედიის გადარჩენა თქვენს ხელშია. მოგიწოდებთ ყველას იყოთ იქ, სადაც საჭიროა ქვეყნისთვის!- განაცახდა ნიკა გვარამიამ.

კულტურის მინისტრმა გუშინ ,,მთავარი არხის" ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა. სენაკის რეაბილიტირებული თეატრის შენობის გახსნისას თეა წულუკიანმა ემა გოგოხიას ხელიდან მიკროფონი გამოსტაცა და ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

 

მსგავსი სიახლეები