რუსული კანონის საფრთხეები - ქალი პოლიტიკოსები გორში მოსახლეობას შეხვდნენ
ქალმა პოლიტიკოსებმა გორის მოსახლეობასთან შეხვედრა აგამართეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას რუსული კანონისა და იმ საფრთხეების შესახებ ესაუბრებოდნენ, რომელიც ევროინტეგრაციის კუთხით გაჩნდა.
ქალი პოლიტიკოსები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მოახლოებულ არჩევნებს, რის გამოც საჭიროდ მიიჩნევენ, კარდაკარ ყველასთან მივიდნენ და აუხსნან, რატომ არის საჭირო 26 ოქტომებრს არჩევანი "ოცნების" საწინააღმდეგოდ გააკეთონ.
ჩამოვედით გორში იმისთვის, რომ საზოგადოებასთან აქ განვიხილოთ ის საფრთხეები, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა რუსული კანონის მიღებით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის შეჩერება და საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. რეგიონებში განსაკუთრებით ხშრად ადამიანებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია თუ რა გამოწვევას წარმოადგენს ეს კანონი, როგორ შეიძლება შეჩერდეს ის დახმარების პროექტები, რომელსაც აქვს პირდაპირი ზეგავლენა ადამიანების ცხოვრებაზე და მათ კეთილდღეობაზე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ვფიქრობთ, რომ საინტერესო დისკუსია გვექნება გორში, - ამბობს „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი.