რუსეთის კრიტიკისგან დაცლილი პრემიერის ანგარიში - რას ამბობს ოპოზიცია

24.06.24 10:41
რუსეთის კრიტიკისგან დაცლილი პრემიერის ანგარიში - რას ამბობს ოპოზიცია

რუსეთის კრიტიკისგან დაცლილი პრემიერის ანგარიში - საკანონმდებლო ორგანო ირაკლი კობახიძის მოსასმენად ემზადება. ირაკლი კობახიძე 28 ივნისს საქართველოს პარლამენტში, მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ ანაგრიშში ოპოზიციამ გამაოგნებელი ფაქტები აღმოაჩინა. მაგალითად, პარლამენტის დადგენილებით მთავრობა ვალდებულია, ქართველების მკვლელობასა და წამებაში მხილებული საოკუპაციო ხელისუფლების წარმოამდგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს დაასანქცირებინოს, ვისთანაც შედეგს მიაღწევს, ამის შესახებ კი ანგარიში დეპუტატებს წარუდგინოს. ამის მიუხედავად, კობახიძის ანგარიშში ტატუნაშვილი - ოთხოზორიას სიის შესახებ არაფერია ნათქვამი. 

მთავრობის დადგენილება დარღვეულია იმით, რომ მუშაობა არ გრძელდება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის განგრძობითობაზე, რისი დოკუმენტებიც  მე მაქვს და მთავრობა, რა თქმა უნდა, ვალებული იყო, ანგარიშ წარედგინა პარლამენტისთვის მიმდინარე წლის კუთხით რა გააკეთეს, მაგრამ მათ შორის უარი, რომელიც მათ განაცხადეს და თამაზ გინტურის მკვლელების შეყვანაზე ტატუნაშილი-ოთხოზორიას სიაში, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეების დაცვაზეც კი არ მუშაობენ, არათუ ქვეყნის დაცვაზე. მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, თავდავის უნარიანობის შესუსტების და ქვეყნის ევროპული მომავლის დასრულების საკითხებზე ვაპირებ მე, განა ირაკლი კობახიძესთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთან კიდევ ერთხელ მის ჩვენებას, თუ როგორ ეწინააღმდეგება მოქმედი ხელისუფლება იმ გაცხადებულ ინტერესს, რომელიც ეხება ტერიტორიულ მთლიანობას, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ "ლელო" რუსეთის მსახური პრემიერის ანგარიშს არ დაესწრება.

დარწმუნებული ვარ, რომ მოვისმენთ ძალიან ბევრ ტყუილს და სიძლვილის ენას, მაგრამ ვერ მოვისმენთ ვერცერთ კითხვაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ ვერც პასუხს და ვერც გამოსავლის შეთავაზებას, იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომლის ინტერესშიც არ შედის, ემსახუროს საქართველოს მოქალაქეებს. კითხვები ჩვენ რუსეთის სმახურ კობახიძესთან და კრემლის პროპაგანდისტთან, რომელიც აჟღერებს რუსეთის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, ჩვენ კითხვები არ გვაქვს, - ამბობს „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს ვერშემდგარი პემიერია, ამიტომ მათთვის მისი ანგარიშ უინტერესოა.  

ირაკლი კობახიძე ვერ შემდგარი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც სამთავრობო პროგრამა გადმოწერა სხვა პრემიერ-მინისტრის მიერ დაწერილი პროგრამიდან და ის არის ერთადერთი ე.წ. პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავის თავსაც კი ვერ აჯერებს, რომ პრემიერ-მინისტრია, ამიტომ ჩვენთვის ეს ანგარიში საინტერესო არ არის, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.   

მსგავსი სიახლეები