თუ "ოცნების" ქმედებების გამო EU-ს კარი დაიხურება, შედეგები გავლენას ქართველ ხალხზეც იქონიებს - ბორელი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ ქმედებებს განაგრძობს, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება. ამის შესახებ მან ლუქსემბურგში საგარე საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.
ბორელის პირდაპირ ამბობს, რომ თუ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა გაუუქმდება, ის მძიმე შეეგებს ქართველ ხალხზეც იქონიებს.
ჩვენ ვისაუბრებთ ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ერთი რამ ძალიან მკაფიოა: საქართველოსთვის ევროკავშირის წვერობის კარი ღიაა, თუ მთავრობა ამ გზაზე სიარულს გააგრძელებს, გააგრძელებენ იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებენ, მაშინ ეს კარი დაიხურება და ქართველ ხალხს მოუწევს შედეგებზე პასუხისგება და ტანჯვა. შეიძლება ევროპული პერსპექტივა გაუქმდეს. ჩვენ სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ ასე გაგრძლედება, ევროკავშირის კარი თქვენთვის არ გაიხსნება. დღეს მე წარვუდგენ მინისტრებს დოკუმენტს ვარიანტებისა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე და გრძელვადიან პერიოდში, რადგან მსგავსი ქმედებები საქართველოში აღარ გაგრძელდეს, - განაცხადა ბორელმა.
ამასთან, ბორელი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დღევანდელი შეხვედრა მხოლოდ საორიენტაციო იქნება და გადაწყვეტილება დღესვე ცნობილი არ იქნება. მისი თქმით, თავდაპირველად მოკლევადიანი ზომები განიხილება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამას შედეგი არ მოჰყვება, მაშინ უკვე გრძელვადიან ზომებზე იმსჯელებენ.
დღეს გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, დღეს იქნება საორიენტაციო დებატები, მოლაპარაკებების მაგიდაზე გავაანალიზებთ რა უნდა გავაკეთოთ. ამიტომ დღეს გადაწყვეტილებას ნუ დაელოდებით. მაგრამ, მოკლევადიან პერიოდში ზომები, რომელიც შეიძლება მივიღოთ არის, მაგალითად, შევაჩეროთ ფინანსური დახმარების რაღაც ნაწილი, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის არის გამოყოფილი. ჩვენ არ გვინდა მოქალაქეებზე მოვახდინოთ ზეგავლენა და მათ მეტი ტკივილი მივაყენოთ, - განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ წუთებში საქართველოზე მსჯელობენ. დღეს 27 ქვეყნის პირველმა დიპლომატმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ პასუხობენ ივანიშვილის პარტიის ანტიდასავლურ პოლიტიკას და რუსული კანონის მიღებას. მინისტრები დილიდან ლუქსემმბურგში არიან შეკრებილი.