"ზომები მიმართული იქნება საქართველოს მთავრობის და არა ხალხის მიმართ" - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
მივიღებთ ზომებს, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს მთავრობის და არა ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს. ელინა ვალტონენი პირდაპირ ამბობს, რომ ზომები უფრო მძიმე იქნება მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის ევროკავშირში გადაადგილების კუთხით.
ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ არ ვემხრობით მთავრობის ქმედებებს, რადგან დგამენ საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯებს. ეს იქნება პირველი დეტალური დისკუსია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ჩვენი მესიჯები არის ძალიან ხმამაღალი და მკაფიო. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიისკენ მიმავალ გზას, მათ დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფებების დაცვას, რომელსაც მათი მთავრობა ეწინააღმდეგება და ასევე მათ, ვინც ითხოვენ მთავრობისგან ევროკაშირისკენ მიმავალი კარის გახსნას.
ამავდროულად, მთავრობამ გადადგა საწინააღმდეგო ნაბიჯები ქართველი ხალხის ნამდვილი სურვილის მიმართ, ამიტომ უნდა ვიფიქროთ ზომებზე, როგორ შევუნარჩუნოთ იმედი ხალხს. ზომები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ უფრო მძიმე იქნება მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის ევროკავშირში გადადგილების კუთხით. ეს შეიძლება გულისხმობდეს მათ შორის სანქციებსაც. ჩვენ მივიღებთ ზომებს, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს მთავრობის მიმართ და არა ქართველი ხალხისა, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ წუთებში საქართველოზე მსჯელობენ. დღეს 27 ქვეყნის პირველმა დიპლომატმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ პასუხობენ ივანიშვილის პარტიის ანტიდასავლურ პოლიტიკას და რუსული კანონის მიღებას. მინისტრები დილიდან ლუქსემმბურგში არიან შეკრებილი.