ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩამდე ორი დღე რჩება - რას ამბობს ნაკრების კაპიტანი?
გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში შეიყვანეს. ეს ქართველი სპორტსმენების დიდი აღიარებაა, რომელიც ევროპაზე მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩამდე ორი დღე რჩება - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ამ წუთებში ბაზაზე ქალაქ ფელბერტში იმყოფება და პორტუგალიასთან თამაშისთვის ემზადება. ოთხშაბათს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს. ისტორიულ მატჩამდე ორი დღით ადრე ცნობილია, რომ პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ძირითადი შემადგენლობის ნაწილს დაასვენებს.
ქართველ გულშემატკივრებს კი ამ დრომდე აინტერესებთ, იქნება თუ არა პორტუგალიასთან თამაშში ბუდუ ზივზივაძე.
მოგებისთვის ვითამაშეთ და გოლის გატანის ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო წუთზე. ეს მეტყველებს, რამდენად წინ წავედით. ერთ-ერთ უდიდეს ტურნირზე, ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობთ და მოპოვებული ქულით იმედგაცრუებულები ვართ.
მიხარია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს. ვფიქრობ, მესამე თამაშიც ძალიან საინტერესო იქნება“ - ამბობს კაშია.