საქართველოს, როგორც ფინანსური პარტნიორის სანდოობის ხარისხი იკლებს - ლილუაშვილი გამომწვევ მიზეზებზე

24.06.24 11:52
საქართველოს, როგორც ფინანსური პარტნიორის სანდოობის ხარისხი იკლებს - ლილუაშვილი გამომწვევ მიზეზებზე

რუსული კანონის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ქვეყნის  შემცირებული საერთაშორისო რეიტინგი - ამ თემაზე პარამენტში რამდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადება ბექა ლილაშვილმა გააკეთა. პარტია "საქართველოსთვის" წევრი აცხადებს, რომ "ოცნებამ" გაუაზრებელი პოლიტიკით ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა.

საერთაშორისო სუვერენული კომპანია „ფიტჩჩი“ ერთი საფეხურით აუარესებს საქართველოს სუვერენულ რეიტინგს - ეს არის ქვეყნის გადახდისუნარიანობა და მისი ფინანსური ვალდებულების მომსახურების შესაძლებლობის გამომხატველი რეიტინგი და პირდაპირ მოყავს არგუმენტად თავისი გადაწყვეტილების, რომ ეს დაკავშირებულია პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, რომელიც მოჰყვა ამ რუსული კანონის მიღებას, დაკავშირებულია პოლიტიკურ გაურკვევლობასთან და მომავლის ხედვასთან და დაკავშირებულია გაფუჭებული ურთიერთობებით ევროკავშირთან და აშშ-სთან, რითიც ზიანდება ევროინტეგრაციის პროცესი. მთელი ეს პოლიტიკური კომპონენტი ამ შეფასების იწვევს იმას, რომ ქვეყნის მდგომარეობა, მისი სანდოობის თვალსაზრისით როგორც ფინანსური პარტნიორის სანდოობის ხარისხი იკლებს,“ - ამბობს ლილუაშვილი.

მსგავსი სიახლეები