არსებობს მთელი რიგი სია სხვადასხვა ზომების - დაფინანსების მხარდაჭერის შეჩერება და ვიზების აკრძალვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის - ცაჰკნა

24.06.24 12:00
არსებობს მთელი რიგი სია სხვადასხვა ზომების - დაფინანსების მხარდაჭერის შეჩერება და ვიზების აკრძალვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის - ცაჰკნა

"არსებობს მთელი რიგი სია სხვადასხვა ზომებისა, რომელიც კომისიამ მოამზადა. იქნება საუბარი სხვადასხვა დაფინანსების მხარდაჭერის შეჩერებაზე, დისკუსია იქნება შენგენის ვიზის აკრძალვაზე მაღალი თანამდებობების პირების მიმართ," - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საუბრობს.

ლუქსემბურგის მინისტერიალის დაწყებამდე, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში ვითარება საკმაოდ სერიოზულია და მინისტრებს მოუწევთ გარკვეულ შემზღუდავ ზომებზე საუბარი. როგორც ცაჰკნა ამბობს, საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ არ მიისწრაფის, შესაბამისად, ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ წავა თუ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გააუქმებს და მთავრობა თავის ქცევას არ შეცვლის.

დღეს სამწუხარო დღეა, რადგან უნდა ვისაუბროთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ არ მიისწრაფვის, არამედ პირიქით. მაგრამ ხვალ იქნება დიდებული დღე, რადგან ვიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინასთან და მოლდოვასთან. უკრაინა გახდა მთავარი ძრავი ევროკავშირის გაფართოების პროცესისა. ესტონეთი კი გაფართოების მხარდამჭერია.

პირველი და მთავარი მესიჯი საქართველოსთან მიმართებაში არის ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინ ვერ წახვალთ, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის მის ქცევას, თუ მთავრობა უკან არ წაიღებს უცხოური გავლენის აგენტის კანონს, ამიტომ ყველაფერი ცხადია. არსებობს მთელი რიგი სია სხვადასხვა ზომებისა, რომელიც კომისიამ მოამზადა. იქნება საუბარი სხვადასხვა დაფინანსების მხარდაჭერის შეჩერებაზე, დისკუსია იქნება შენგენის ვიზის აკრძალვაზე მაღალი თანამდებობების პირების მიმართ. სიტუაცია საქართველოში ძალიან სერიოზულია, პასუხისმგებლობა კი საქართველოს მთავრობაზეა, რადგან ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. ჩვენ იქ ვიყავით, ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ამიტომ ვიცით, რა ხდება საქართველოში. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ ჩვენ ზომების მიღება გვმართებს," - აცხადებს ცაჰკნა.

მსგავსი სიახლეები