სამწუხაროდ, განხილული იქნება ის ზომები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ივანიშვილს და მის ბანდას, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს - ფავლენიშვილი

24.06.24 12:33
სამწუხაროდ, განხილული იქნება ის ზომები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ივანიშვილს და მის ბანდას, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს - ფავლენიშვილი

„ამ უმაღლეს პოლიტიკურ შეხვედრაზეც სამწუხაროდ, განხილული იქნება ის ზომები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ივანიშვილს და მის ბანდას, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ოქტომბრის არჩევნებზე ივანიშვილის ბანდა უნდა გავისტუმროთ," - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა გააკეთა.

ფავლენიშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობას ეხმაურება და ამბობს, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება კონსოლიდირება.

ამ უმაღლეს პოლიტიკურ შეხვედრაზეც სამწუხაროდ განხილული იქნება ის ზომები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ივანიშვილს და მის ბანდას, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და თითოეული საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობას. სამწუხაროა, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის ქმედებების გამო განიხილება ისეთი ზომები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციის გადახედვა, ფინანსური დახმარების გადახედვა და ყველაფერი ეს სამწუხაროდ საბოლოო ჯამში უნდა აისახოს თითოეული საქართველოს მოქალაქის ბედზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ კონსოლიდირება ოქტომბრის არჩევნებისთვის და ის ბანდა, რომელიც საფრთხეს უქმნის თითოეული ჩვენგანს, გავისტუმროთ," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები