პრეზიდენტის დესტრუქციული ქმედებები დაყოფას ემსახურება - კირცხალია
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტზე თავდასხმა განაახლა. ირაკლი კირცხალია ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციული ქმედებებით და განცხადებებით გამოირჩევა, რომელიც "დაყოფას" ემსახურება.
განებივრებულები ვარ, სამწუხაროდ, პრეზიდენტის დესტრუქციული ქმედებებით და ასევე განცხადებებით. ვხედავთ, რომ ემსახურება დაყოფას. როგორი წონა აქვს მის სიტყვას, ეს კარგად ჩანს და კარგად გამოჩნდება. რაც შეეხება მის თანამდებობას, მინდა მას გულწრფელად შევახსენო, პრეზიდენტობა და ეს თანამდებობა სათამაშო არ არის, - ამბობს ირაკლი კირცხალია.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსს საგანგებო მიმართვა გაუგზავნა. "გატყუებენ" - ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი ელჩებისადმი. პრეზიდენტმა კობახიძე პირდაპირ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა, რომელიც ამტკიცებდა, რომ პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, 2030 წელს ქვეყანა მაინც გახდება ევროკავშირის წევრი.