ვერასდროს ვერ შედიოდნენ და ვერც შევლენ პრემიერთან არგუმენტირებულ განხილვაში - ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე
"ოპოზიციას ვთხოვ, რომ ზედმეტ მანიპულაციებს და ინსუნაციებს თავი დაანებონ და თუ აქვთ იმის თავი, რომ შემოვიდნენ და არგუმენტირებულ განხილვაში შევიდნენ ბატონ ირაკლისთან, ველოდებით, მაგრამ ძალიან არ მგონია,“ - ამ სიტყვებით მიმართავს "ქართული ოცნების" დეპუტატი ოპონენტებს.
ირაკლი კირცხალია ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან და პრემიერის წლიურ ანგარიშზე დასწრებას არ გეგმავენ.
ძალიან ნათელია, რატომაც არ ესწრებიან, იმიტომ, რომ ვერასდროს ვერ შედიოდნენ და ვერც შევლენ ბატონ პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან არგუმენტირებულ განხილვაში. რუსეთთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება საკანომდებლო დონეზე, რეზოლუციების დონეზე თუ საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე მკაფიოა, ნათელია ჩვენი პარტნიორებისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვისაც და ოპოზიციას ვთხოვ, რომ ზედმეტ მანიპულაციებს და ინსუნაციებს თავი დაანებონ და თუ აქვთ იმის თავი, რომ შემოვიდნენ და არგუმენტირებულ განხილვაში შევიდნენ ბატონ ირაკლისთან, ველოდებით, მაგრამ ძალიან არ მგონია,“ - ამბობს ირაკლი კირცხალია.