ირაკლი კობახიძის მოხსენებას არ დავესწრები არავითარ შემთხვევაში - კორძაია
პრემიერის წლიურ ანგარიშს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრება. თამარ კორძაია თვლის, რომ ანგარიშში ვერ მოისმენს ქვეყნისთვის სასარგებლო ინფორმაციას განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა პრემიერი ირაკლი კობახიძე ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის და დასავლელ ლიდერებს "ჰამასისა" და თალიბანის ლიდერები ურჩევია.
ირაკლი კობახიძის მოხსენებას არ დავესწრები არავითარ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ოთხ თვენახევარში მოახერხა ის, რომ ქვეყანას შეუცვალა საგარეო კურსი, ქვეყანას ამყოფებს სამოქალაქო დაპირისპირების, სამოქალაქო ომის ზღვარზე. რა უნდა თქვას კობახიძემ ან რა უნდა დაგვიწეროს ანგარიშში, რომელიც მოსმენის ღირსია მისგან. თუ ჰგონიათ, რომ მეშინია, ჩემს ოთახში ვზივარ - 401 ოთახია ჩემი და მობრძანდნენ და ნახავენ, თუი მეშინია რომელიმე მათგანის. ჩვენ გვყავს პრემიერი, რომელიც დასავლელ ლიდერებს ამჯობინებს ჰამასისი და თალიბანის ლიდერებს, რა შეკითხვები უნდა დავუსვათ ამის მერე მათ,“ - ამბობს კორძაია.