"პრეზიდენტად არ აღვიქვამთ" - წაქაძე ზურაბიშვილზე

24.06.24 13:36
"პრეზიდენტად არ აღვიქვამთ" - წაქაძე ზურაბიშვილზე

ზურაბიშვილმა წითელი ხაზები გადაკვეთა და პრეზიდენტად არ აღვიქვამთ, - ამის შესახებ "ოცნების" წევრი ბეჟან წაქაძე საუბრობს. ხელისუფლების წევრი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი ქვეყნის ინიტერესებს აღარ გამოხატავს.  

ჩვენ არ აღვიქვამთ პრეზიდენტად. ის უკვე გასცდა წითელ ხაზებს და აღარ არის უკვე საქართელოს ინტერესების გამომხატველი, - ამბობს ბეჟან წაქაძე.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსს საგანგებო მიმართვა გაუგზავნა. "გატყუებენ" - ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი ელჩებისადმი. პრეზიდენტმა კობახიძე პირდაპირ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა, რომელიც ამტკიცებდა, რომ პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, 2030 წელს ქვეყანა მაინც გახდება ევროკავშირის წევრი.   

მსგავსი სიახლეები