მოქალაქეები შესაძლოა უვიზო რეჟიმის გარეშე დარჩნენ, პარტნიორებს ვკარგავთ - რა კითხვები ექნება დეკანოიძეს პრემიერთან

24.06.24 13:37
მოქალაქეები შესაძლოა უვიზო რეჟიმის გარეშე დარჩნენ, პარტნიორებს ვკარგავთ - რა კითხვები ექნება დეკანოიძეს პრემიერთან

უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე, პარტნიორებთან გაფუჭებული ურთიერთობა - ამ მთავარ საკითხებზე აქვს კითხვები ხატია დეკანოიძეს, რომელიც გეგმავს, რომ პრიმიერ ირაკლი კობახიძეს წლიური მოხსენების ფარგლებში დაუსვას.

როგორც დეკანოიძე ამბობს, მოლოდინი არ აქვს, რომ წლიური ანგარიშიდან რაიმე ღირებულ ინფორმაციას მიიღებს, თუმცა აპირებს, რომ დაესწროს პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც შეძლებს კითხვების დასმას იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს.

საქართველოს მოქალაქეები, შეიძლება, უვიზო რეჟიმის გარეშეც დარჩნენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვკარგავთ - ამიტომ ეს არის მთავარი კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ, რომელიც არის პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი. ამიტომ, ჩემთვის ეს ანგარიში არ წარმოადგენს რეალურად, არავითარ განსაკუთრებულ არც ისტორიას, არც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს. ამ ეტაპზე ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში, არა იმიტომ, რომ რაიმე კითხვები გამაჩნია კობახიძესთან, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეების უამრავი პრობლემაა, რომელზეც მე მინდა, რომ ვისაუბრო,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები