ხელისუფლება ბაჩო ახალაიას პატიმრობის ვადის გახანგძლივებას ცდილობს - ანი ნადარეიშვილი

23.07.21 20:39
ხელისუფლება ბაჩო ახალაიას პატიმრობის ვადის გახანგძლივებას ცდილობს - ანი ნადარეიშვილი

თავდაცვის მოქმედი მინისტრი ყოფილის წინააღმდეგ. ჯუანშერ ბურჭულაძემ ბაჩო ახალაიას სასამართლოში უჩივლა. ღარიბაშვილის მარჯვენა ხელი თავდაცვის ექსმინისტრს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან  60 ათასის გაფლანგვაში ადანაშულებს, არადა ირკვევა,  რომ ეს თანხა ახალაიამ რუსი ჯაშუშების გამოვლენის მიზნით დახარჯა.

 ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის, ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას 9 წლიანი პატიმრობის ვადა ეწურება და ხელისუფლება ცდილობს, ახალაია კვლავ ციხეში დატოვოს. ამას კი თავდაცვის ახალი მინისტრის ხელით აკეთებს, რომელმაც, ნადარეიშვილის თქმით, არც კი იცის, რაზე მოაწერა ხელი.

მოკლე ანეგდოტია ისეთი, ბიძინა ივანიშვილს რომ უყვარს და არავის რომ არ ეცინება- ჯუანშერ ბურჭულაძემ შეიტანა სარჩელი ბაჩოს წინააღმდეგ და ფიქრობს , რომ ბაჩო ახალაიამ თავდაცვის სამინისტრო დააზარალა. რა შეიძლება ახლა, რომ დავარქვა ამ მონას, ამ ხელისუფლების მონას, რომელსაც საერთოდ არ წაუკითხავს, რაზე მოაწერა ხელი. საუბარია იმაზე, რომ რუსი ჯაშუშების გამოსავლენად ოპერატიულ ღონისძიებაზე გამოყოფილი იყო 15 ათასი ლარი 4-ჯერ. ჩატარდა ეს ოპერაცია, დააკავეს და გაასამართლეს ჯაშუშები, რომლებიც ამ ხელისუფლებამ მოსვლისთანავე გაათავისუფლა. ამ 60 ათასზეა საუბარი და ამ ფაქტს ხანდაზმულობის ვადა თითქმის გაუვიდა. ბოლო წამები იწურება და ახლა გაახსენდათ. ამ ყველაფერს იმას ვუკავშირებ რომ ბაჩო ახალაის ეწურება სასჯელის ვადა - ამბობს ანი ნადარეიშვილი.
 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დამნაშავედ სცნეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ახალაიამ ციხე 2021 წლის 6 მარტს უნდა დატოვოს.