"ხოში მაქვს, არ გიპასუხო" - ზარქუა "პირველების" ჟურნალისტს

24.06.24 13:39
"ხოში მაქვს, არ გიპასუხო" - ზარქუა "პირველების" ჟურნალისტს

"პირველებმა" ირაკლი ზარქუას კითხვა პრეზიდენტის ელჩებისადმი მიმართვასთან დაკავშირებით დაუსვა, თუმცა "ქართული ოცნების" დეპუტატმა პასუხის გაცემა არ ისურვა. "ხოში მაქვს, არ გიპასუხო", - ასე მიმართავს დეპუტატი ჟურნალისტს. 

ხოში მაქვს არ გიპასუხო... შენთან, „ტვ პირველთან“ ასეთი განწყობა მაქვს, - ამბობს ზარქუა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსს საგანგებო მიმართვა გაუგზავნა. "გატყუებენ" - ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი ელჩებისადმი. პრეზიდენტმა კობახიძე პირდაპირ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა, რომელიც ამტკიცებდა, რომ პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, 2030 წელს ქვეყანა მაინც გახდება ევროკავშირის წევრი.   

მსგავსი სიახლეები