"ოცნებამ" ევროსაბჭოში საქართველოზე დებატების გაუქმება მოითხოვა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

24.06.24 14:00
"ოცნებამ" ევროსაბჭოში საქართველოზე დებატების გაუქმება მოითხოვა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

"დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში" - "ქართულმა ოცნებამ" ევროსაბჭოში დებატების გაუქმება მოითხოვა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები 27 ივნისს გაიმართება.

გივი მიქანაძე ითხოვდა, რომ დებატები არ გამართულიყო, რადგან რამდენიმე თვეში საქართველოში არის არჩევნები, ეს მსჯელობა კი შესაძლოა ხელისშემშლელი აღმოჩენილიყო.

საქართველოში განვითარებულ პროცესების შესახებ გადაუდებელ დებატებთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო და თქვენი ყურადღება მივიქციო. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ საქართველოში ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, ეს 4 თვის შემდეგ ოტრომბრის ბოლოს იქნება. აქედან გამომდინარე, დრო არის ძალიან მცირე და ქვეყანა წინა საარჩევნო პერიოდშია, შესაბამისად, ამ დებატებბმა შესაძლოა, როგორღაც, ხელი შეუშალოს მოცემულ მდგომარეობას, ამიტომ, მინდა გთხოვოთ, ამოიღოთ საკითხი დღის წესრიგიდან", - თქვა მიქანაძემ.

მის არგუმენტს გონჩარენკომ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ არჩევნებზე ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება, რუსულ კანონს არჩევნებამდე 6 თვით ადრე არ მიიღებდა.

ძვირფასო კოლეგებო, ასამბლეის გადასწყვეტი არ იყო ის, რომ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა მიიღო კანონი, არჩევნებამდე 6 თვით ადრე, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს ყველა ღირბელებას. ამიტომ, არ შეგვიძლია ამაზე რეაგირება არ მოვახდინოთ. მინდა ყველას გთხოვოთ მხარი დაუჭიროთ დებატების გამართვას, რადგან საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალიან, ძალიან სახიფათოა საქართველოს დემოკრატიისთვის," - განაცხადა გონჩარენკომ.

მსგავსი სიახლეები