ელჩების პოზიცია სამარცხვინოა - დეკანოიძე

24.06.24 13:57
ელჩების პოზიცია სამარცხვინოა - დეკანოიძე

ევროოპტიმისტების წევრი ხატია დეკანოიძე ელჩების დუმილის რეჟიმში ყოფნას  "სამარცხვინოს" უწოდებს. საქმე ეხება ბერლინში დიპლომატების კობახიძესთან შეხვედრას. დეკანოიძის თქმით, ზოგიერთი ელჩი ქვეყნის ინტერესებზე წინ საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს აყენებს.

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანია, დიპლომატიური კორპუსი გამოიცვალოს. 

ელჩების პოზიცია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, იყო სამარცხვინო. საერთოდ ხმას არ იღებენ იმაზე, თუ რა მძიმე პროცესებია საქართველოში. მე ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას, რომ მათ აქვს პასუხისმგბელობა, განსაკუთრებით იმ ელჩებს, ვინც ფარავს აშშ-ს, ვინც ფარავს ევროკავშირს. ანუ საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე უყურებენ ქვეყნის ინტერესებს. ოქტომბერში უნდა დამარცხდეს „ქართული ოცნება“ და ამის შემდეგ გამოიცვალოს დიპლომატიური კორპუსი, ყველა ის ადამიანი, რომელიც ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა, - ამბობს დეკანოიძე.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსს საგანგებო მიმართვა გაუგზავნა. "გატყუებენ" - ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი ელჩებისადმი. პრეზიდენტმა კობახიძე პირდაპირ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა, რომელიც ამტკიცებდა, რომ პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, 2030 წელს ქვეყანა მაინც გახდება ევროკავშირის წევრი.    

მსგავსი სიახლეები