დგას თუ არა დღის წესრიგში სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხი - რას ამბობს ომბუდსმენი

24.06.24 14:19
დგას თუ არა დღის წესრიგში სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხი - რას ამბობს ომბუდსმენი

დგას თუ არა მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში - სახალხო დამცველმა მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ საუბარი  არ ყოფილა და ეს მასზე არ არის დამოკიდებული.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, "თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორც დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთესად გამოიყურება."

მისი ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორც დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთესად გამოიყურება.

მის დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა. ეს არ არის არც ჩემი, არც კლინიკის კომპეტენცია. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება მის გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

რაიმე კონკრეტული მოთხოვნა ჩემთან მას არ გაუჟღერებია, არც ექიმების მიმართ, მათ შორის," - ამბობს ომბუდსმენი.

მსგავსი სიახლეები