პარტნიორებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი... სანქციებისთვისაც მზად არის "ოცნება" - ბოლქვაძე

24.06.24 15:13
პარტნიორებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი... სანქციებისთვისაც მზად არის "ოცნება" - ბოლქვაძე

"ალბათ, უკეთესი, მეტად ინფორმაცია არის მისაწოდებელი მათთვის... ვნახოთ, დაველოდოთ, სანქციებისთვისაც მზად არის ქართული ოცნება, თუ ეს აუცილებლად მოხდება," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე აკეთებს.

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი თვლის, რომ პარტნიორებს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და დააჯერონ, რომ საქართველოს "არავითარი გზიდან არ გადაუხვევია".

ალბათ, უკეთესი, მეტად ინფორმაცია არის მისაწოდებელი მათთვის და სათქმელი, რომ ჩვენ სახელმწიფოს არავითარი გზიდან არ გადაუხვევია და ჩვენი ერთმნიშვნელოვანი სწრაფვა არის ევროპისკენ, ეს არის დეზინფორმაციის შედეგი, რაც ხდება და ეს აუცილებლად უნდა გაირკვეს. ვნახოთ, დაველოდოთ, სანქციებისთვისაც მზად არის ქართული ოცნება, თუ ეს აუცილებლად მოხდება,“ - ამბობს ელისო ბოლქვაძე. 

მსგავსი სიახლეები