იმედი მაქვს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმ შეცდომას არ დაუშვებენ, რა შეცდომაც დაუშვეს 2022 წელს - ბოჭორიშვილი
"იმედი მაქვს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმ შეცდომას არ დაუშვებენ, რა შეცდომაც დაუშვეს 2022 წელს, როცა საქართველო აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დაიჩაგრა და ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად," - ამ განცხადებას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აკეთებს.
ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმაურება:
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს საკითხი განიხილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, იყოს სივრცე ობიექტური შეფასებებისთვის და ობიექტური ანალიზისთვის, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო და რა სჭირდება საქართველოს და მე იმედი მაქვს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმ შეცდომას არ დაუშვებენ, რა შეცდომაც დაუშვეს 2022 წელს, როცა საქართველო აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დაიჩაგრა და ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად,“ - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.